საერთო პროფილის არაერთი ბრენდი თუ კომპანია არსებობს ჩვენ ირგვლივ. ისინი, ცხადია, ერთმანეთის კონკურენტები არიან. თუმცა, საბოლოოდ, ამ კონკურენციაში იმარჯვებს ის, რომელსაც მომხმარებელი მრავალფეროვნებისა და ხარისხის გამო ანიჭებს უპირატესობას.
“მოიტანე” პროდუქტების მიტანის სერვისია. ამ მიმართულების ჩვენ უკვე არაერთი კომპანია ვიცით. თითოეული მათგანი სხვადასხვა შედეგზეა ორიენტირებული, მათ საკუთარი პრიორიტეტები და მუშაობის სპეციფიკა აქვთ. უფრო კონკრეტულად, რა არის “მოიტანეს” უპირატესობა? “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, სოფო ლორთქიფანიძე პასუხობს.
რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს “მოიტანე”?
“მოიტანე” ბაზარზე ორი წელია არსებობს. თუმცა, საკონტროლო პაკეტი IT კომპანია ‘ლემონდუ’-მ არცთუ ისე დიდი ხნის წინ იყიდა. შესაბამისად, სექტემბრის თვიდან უკვე ახალი გუნდი შეუდგა მუშაობას – განახლდა პლატფორმა, დაიხვეწა პროცესები, მეტი კომფორტისთვის დაემატა iOS და android აპლიკაციები. განახლებული გუნდი მუშაობს მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით და ის არაერთი ინოვაციური სერვისის ჩაშვებას გეგმავს.
უფრო კონკრეტულად, რას ითვალისწინებს თქვენი საქმიანობა?
“მოიტანე” არის სრულიად ქართული პროდუქტების მიტანის სერვისი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ოჯახების პროდუქტებით მომარაგებისთვის. სექტემბრიდან ის უკვე წარმატებით ემსახურება მომხმარებელს.
მიტანის უკვე არაერთი სერვისი არსებობს. რით განსხვავდება თქვენი მომსახურება სხვათაგან?
განსხვავებით მიტანის სხვა სერვისებისგან, moitane-ს პლატფორმაც და პროცესებიც თავიდანვე სურსათის მიტანისთვის დაპროექტდა, შედეგად, მომხმარებელი სარგებლობს შემდეგი უპირატესობებით:
- სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები, რომლებიც აგროვებენ პროდუქტებს – ამოწმებენ მას ვადის, ხარისხის, ვიზუალური მთლიანობის მიხედვით, შესაბამისად, პროდუქტებს აგროვებს „შოპერი“ და არა – კურიერი.
- ასევე, მნიშვნელოვანი უპირატესობაა შეკვეთის შეუზღუდავი წონა და მოცულობა – დიდი შეკვეთების მოწოდება ხდება ავტომობილით, იმავე დროში.
- გარდა ამისა, ჩვენ აპლიკაციაში გვაქვს 12 000-ზე მეტი, დასურათებული პროდუქტი, რასაც ანალოგი არ აქვს არცერთ სხვა აპლიკაციასა და მიტანის სერვისში.
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ moitane-ს აპლიკაციაში შესაძლებელია პროდუქტების შეძენა პირდაპირ აგრარული ბაზრიდან – მომხმარებელი ზოგავს თანხას და ღებულობს საღ, ახალ პროდუქტებს სახლიდან გაუსვლელად.
ჩვენი სერვისი ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. პროდუქტების აგროვების დროს ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია მომხმარებლებთან. თუ რომელიმე კონკრეტული პროდუქტი დახლზე არ არის, ჩვენი „შოპერები“ მათ თავაზობენ შესაბამის ალტერნატივას. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მოსახერხებელ სერვისს.
მხოლოდ თბილისს მოიცავთ?
moitane ემსახურება თბილისის შემოგარენსაც: წყნეთი, წავკისი, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, ოქროყანა და ა.შ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ