2020 წლის 26 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში ქართული მართლმადიდებლური ტაძარი იკურთხა. – ამის შესახებ აღნიშნულია „საპატრიარქოს უწყებანი“-ის მიერ გავრცელებ განცხადებაში.
ამა წლის 26 ნოემბერს ამერიკაში, ოკლაჰომას შტატში, ჩრდ.ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველმა) წმ. იაკობ მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი აკურთხა და წირვა აღავლინა.
ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებელი ქრისტიანები კარგად იცნობენ ქართული ეკლესიის ისტორიას, პატრიარქ ილია II -ს, აქედან გამომდინარე დიდია მათი სურვილი გახდნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წევრნი.
მონასტრის შეძენის პირველი მცდელობა 2018 წლის დეკემბერში იყო, რის გამოც ეპისკოპოსი საბა მაშინვე ესტუმრა ოკლაჰომაში მდებარე კათოლიკურ მონასტერს, რომელშიც რამდენიმე ხანდაზმული მონაზონი ცხოვრობდა და ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებდა. ამ პერიოდში ტაძრის შეძენა ვერ მოხდა, რადგან დასახელებული ფასი აჭარბებდა ყველა რეალურ შესაძლებლობას.
მოგვიანებით ვითარება შეიცვალა. მფლობელები მიხვდნენ , რომ ტერიტორია კვლავ მართლმადიდებლურ ტაძარს უნდა დათმობოდა. შეთანხმების საფუძველზე ქართულმა ეკლესიამ შეისყიდა ოკლაჰომას შტატში მდებარე მონასტერი 25ჰა მიწის ნაკვეთით და 3000კვ.მ-მდე შენობა-ნაგებობით.
მონასტერი წმ.იაკობ მოციქულის სახელზე იკურთხა და ერთადერთი მართლმადიდებლური სავანეა ამ შტატში- ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამომავლოდ აქ იგეგმება სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება, ასევე ეპარქიაში მოღვაწე სამღვდელოების შეკრება მრავალი საინტერესო პროექტის განსახორციელებლად.
წყარო: საპატრიარქოს ბეჭდვითი ორგანო- „საპატრიარქოს უწყებანი“
მასალა მოამზადა : თორნიკე ყრუაშვილმა