უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ წირვის შემდგომ , ქადაგებისას პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
ქადაგებისას მან აღნიშნა , რომ კორონავირუსი და შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება არის გაფრთხილება: „თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ განიცდის ჩვენთან ერთად. ჯვარი გეწეროთ. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს“
პატრიარქმა მრევლს ლოცვების გაძლიერებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ საჭიროა მრევლმა ნაკურთხი წყალი და საკმეველი ყოველდღიურად გამოიყენონ.
„ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და უნდა გქონდეთ საკმეველი, ყოველდღიურად უნდა დააკმიოთ, აშხუროთ თქვენს სახლსა და კარმიდამოს. ეს დიდი ძალას მოგცემთ. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა გაგახაროთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი“ –აღნიშნა ილია მეორემ.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი/1tv
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა