ზოგადად, ლოცვას უდიდესი მადლი და ძალა გააჩნია ქრისტიანული სწავლების მიხედვით.
დედის ლოცვა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რიტუალია, რაც უფლის მიმართ აღევლინება. როგორც ყველასთვის ცნობილია, დედის ლოცვას სასწაულების მოხდენა შეუძლია.
მნიშვნელოვანია, რომ ყოველ დილით, სანამ შვილი სახლიდან გავა დედამ დალოცოს იგი, რადგან მას ჰქონდეს მფარველობა ღვთისა და იყოს ბედნიერი.
ქრისტიანობის მიხედვით, დედას უფალი ყოველთვის უსმენს და მის შვილებს საკუთარი მფარველობის ქვეშ იღებს- „ უფალი განაწესებთ მათ ღვთის სასუფეველში“ არსებობს სპეციალური ლოცვები, რომლებიც შვილებისთვის იკითხება.
დედის ლოცვასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს, არაერთხელ უსაუბრია ქადაგებებში. „იმისათვის, რომ შვილი ბედნიერი იყოს, დედამ ის უნდა დალოცოს“ – ამის შესახებ მან ერთ-ერთი ქადაგებისას განაცხადა.
ილია მეორეს თქმით, შვილის დალოცვის წესი ასეთია: „ბავშვი უნდა დააყენო მუხლებზე დედის და იმ ხატის წინაშე, რომლითაც დაილოცება, ორივე ხელი დაადო თავზე და წაიკითხო ლოცვა. ლოცვის დასრულების შემდეგ ნაკურთხი წყლით უნდა აკურთხონ და გარდასახონ პირჯვარი“.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა