კატო ფიფია ქართველებისთვის ერთერთი გამორჩეულად საამაყო ადამიანია. მან ჩვენი ქვეყანა უკვე არაერთხელ ასახელა და სამომავლოდად მის ბევრ წარმატებაზე შევიტყობთ. 17 წლის მოჭადრაკეს ძალიან წარმატებული წარსული აქვს და ამ ეტაპზეც ყოველდღიურ მზადებაშია.
რა არის მისთვის განსაკუთრებულად საამაყო ჭადრაკის სფეროში და რა უახლოესი გეგმები აქვს? “თბილისი თაიმსს” კატო ფიფია თავად ესაუბრა.
რა იყო შენი პირველი ნაბიჯი ჭადრაკის სამყაროში?
შვიდი წლის ვიყავი, როცა ჭადრაკის თამაში დავიწყე. საგნად შემოვიდა სკოლაში. ამის შემდეგ კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გავაგრძელე, გიორგი მაჭარაშვილის ჯგუფში.
ამ მხრივ რას მიიჩნევ შენს ყველაზე დიდ წარმატებად?
რეალურ ჭადრაკში საქართველოს ვიცეჩემპიონი ვიყავი ოთხჯერ. შარშან კი ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვითამაშეთ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა. იქაც საკმაოდ წარმატებულად ვიასპარეზეთ. ამ ორ წარმატებაც გამოვარჩევდი.
ამ ეტაპზე, რით ხარ დაკავებული?
ვემზადები სისტემატიურად და ვმეცადინეობ მასწავლებელთან. ასევე, მე თავად. უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მონაწილეობას მივიღებთ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე. ეს იქნება სულ მალე, 17 დეკემბერს.
როგორც იცით, სკოლის მოსწავლე ვარ, მეთორმეტეკლასელი, გარდა ამისა, ვსწავლობ პროგრამირებას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ