ბარბარობა ქრისტიანული დღესასწაულია და აღინიშნება 17(4) დეკემბერს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, წმ.ბარბარე იყო ფინიკიის ქ. ილიოპოლისის წარჩინებული მოქალაქის, დიოსკორეს ქალიშვილი, რომელიც ფარულად მოინათლა და ეწამა იმპერატორ მაქსიმიანეს დროს.
ზოგადად, წმ.ბარბარე და ბარბარობის დღესასწაული საქართველოში ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა განკურნებასთანაა დაკავშირებული. მთელ ქრისტიანულ სამყაროში იგი ითვლება ბავშვთა მფარველად და შემწედ.
წმ. ბარბარეს ( დიდმოწამეს) ხსენების დღეს საქართველოს სხვადასხვა ნაწილში ძალზე განსხვავებულად და მრავალფეროვნად აღნიშნავდნენ. ძველი , დასავლურ-ქართული ტრადიციით ბარბარობა დღესასწაულების დასაწყისი იყო. სვანეთში მას ბარბოლ/ ბარბლაშს უწოდებენ. სვანებს დღესასწაულის აღნიშვნის ასეთი ტრადიცია ჰქონდათ: წინა ღამით ეკლესიის ეზოში იკრიბებოდნენ ახალგაზრდები, საგანგებოდ მომარაგებული შეშით ანთებდნენ კოცონს , ღამეს ათევდნენ და ილხენდნენ.
რაჭა- ლეჩხუმში ბარბარობის დღეს აუცილებლად უნდა გამოეცხოთ სართვიანი ტაბლა-რიტუალური პური. ( ვინაიდან მიაჩნდათ, რომ უსართვო პური უბარაქობისა და სიცარიელის მომტანი იქნებოდა ოჯახისთვის) გარდა ამისა, ამ კუთხეში ბარბარობა დაკავშირებული იყო ადამიანების, საქონლისა და ქათმის ჯანმრთელობისთან, ასევე ნათესავების სიუხვესთან.
გურიაში წმ.ბარბარეს ხსენების დღე ექიმბაშ ქალთა დღესასწაულად ითვლებოდა, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ წმ.ბარბარე სიცოცხლეში კურნავდა ავადმყოფებს. სართვიანი (ლობიანი) პურების გამოცხობა , ისევე, როგორც სხვა კუთხეებში, აქაც დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი გახდლათ.
ბარბარობის აღნიშვნის საინტერესო ტრადიცია არსებობდა აღმოსავლეთ საქართველოში. ბარში აცხობდნენ ნიგვზიან ქადებს, გაჰქონდათ გზაჯვარედინზე და ურიგებდნენ გამვლელ-გამომვლელს. მათი რწმენის მიხედვით, ეს დაეხმარებოდათ ბავშვებს ინფექციურ დაავადებათა დამარცხებაში.
როგორც ვნახეთ, ბარბარობის დღესასწაული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულად აღინიშნებოდა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს წმ.ბარბარეს სახელობის არაერთი ეკლესია-მონასტერი, მათ შორის, თბილისში-4.
წმ.ბარბარეს ხსენების დღეს ყველა ქართულ ოჯახში ცხვება ლობიანები, საუკუნეთა განმავლობაში ეს ტრადიცია შენარჩუნდა და ჩვენამდეც მოაღწია.
წყარო: ambioni.ge
მასალა მოამზადა : თორნიკე ყრუაშვილმა