სანტა კლაუსი მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებისთვის საჩუქრების მიტანას შეძლებს, რადგან მას კორონავირუსისადმი იმუნიტეტი აქვს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.
„მესმის, რომ ბავშვები ნერვიულობენ, რომ სანტა შობას მათთან ვერ მივა, რადგან მოხუცია და COVID-19-ის რისკ-ჯგუფში შედის. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მას იმუნიტეტი აქვს. ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ და თავს მშვენივრად გრძნობს“, – განაცხადა ვან კერკხოვემ.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ არაერ ქვეყანაში შობამდე შეზღუდვები შეამსუბუქეს, რათა სანტა კლაუსმა მათი საჰაერო სივრცის გადაკვეთა და ბავშვებისთვის საჩუქრების მიტანა შეძლოს.