ბავშვობა განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ეტაპია ნებისმიერი ადამიანისთვის. სწორედ ამ პერიოდში ვიღებთ მაქსიმალურად ბევრ ემოციას, ვეცნობით სამყაროს და გვიჩნდება მოლოდინები, გამომდინარე მოცემულობებიდან.
კიდევ უფრო განსაკუთრებულია ამბავი, ზღაპარი მაშინ, როდესაც მისი გმირი ბავშვი თავად არის. ახლა წინასაახალწლო პერიოდია და ისინი გამორჩეულად ელიან სიურპრიზებს. “ზღაპრის სახელოსნო” მშობლებსა და ბავშვებზე თანაბრად ზრუნავს. რა შემოთავაზებები აქვს მას და რაზეა ორიენტირებული? “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს მარიამ ბოლქვაძე, ,,ზღაპრის სახელოსნოს’’ დამუძნებელი პასუხობს.
უფრო დეტალურად, რას ითვალისწინებს თქვენი საქმიანობა?
ჩვენი საქმიანობა ფოკუსირდება ზღაპრის, როგორც თერაპიული ინსტრუმენტის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვქმნით საბავშვო ზღაპრებს, რომლებიც მორგებულია ბავშვებისა და მშობლების აქტუალურ პრობლემებზე, ამასთან ერთად, ზღაპრების მიხედვით, ვქმნით ხელის ინტერაქტიულ ხელნაკეთ თოჯინებს. მათი ჩართულობით, ბავშვსა და მშობელს ზღაპრის გაცოცხლებისა და გათამაშების საშუალება აქვს. შესაბამისად, თერაპიული ზღაპრებისა და თოჯინების მეშვეობით, ჩვენ მივიღეთ უნიკალური, კომბინირებული პროდუქტი, რომელიც ემსახურება პრობლემის ან პრობლემური ქცევის კორექციას. შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების განვითარებასა და მშობელი-შვილის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
ნამუშევრებს რის მიხედვით ქმნით?
ნამუშევრები იქმნება ჩვენივე, თერაპიული ზღაპრების ან ლექსების მიხედვით. ბავშვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია თვალსაჩინოებები, ბავშვებს კონკრეტული აზროვნება აქვთ და მოსწონთ, როცა ჩვენც მათთვის გასაგები და კონკრეტული ენით ვესაუბრებით. შესაბამისად, გმირი, რომელიც ჩვენს ზღაპარში, ბავშისათვის ცნობილ ამა თუ იმ როლს ან გამოწვევას იღებს, მისთვის საინტერესოდ და მკაფიოდ წარმოსადგენი და დასანახი უნდა იყოს. საამისოდ, თოჯინები, მით უმეტეს ისეთი, რომლის ამოძრავებაც თავად შეგვიძლია, შეუდარებელი დამხმარეები არიან
ისიც უნდა გითხრათ, რომ ხელის თოჯინებს ჩვენ ძველი, ბავშვებისათვის უკვე კარგად ნაცნობი ზღაპრების მიხედვითაც ვქმნით. ჩვენი თოჯინები როგორც ქართული, ასევე, მსოფლიო კლასიკური ზღაპრებიდან ცოცხლდებიან. მაგალითად: კომბლე, ბომბორა, გუნდა, წითელქუდა, ჩექმებიანი კატა, კარლსონი… მეტიც, ზღაპრის გმირებთან ერთად, თავად ადრესატის მსგავსი, მისი სახელობითი, პერსონალური თოჯინებიც მზადდება, რაც ბავშვისთვის განუმეორებელი ემოციისა და თამაშისათვის მრავალფეროვანი შესაძლებლობის მომტანია.
უმეტესად, მომხმარებლებს რა სურვილები აქვთ?
ძალიან მიხარია, რომ ამ სრულიად ახალ შესაძლებლობას, რომელსაც ანალოგი ჯერ არ ჰყავს, მშობლები დიდი აღფრთოვანებითა და სიხარულით შეხვდნენ. მართალია, “ზღაპრის სახელოსნოს” აუდიტორია ჯერ სულ ახლა იქმნება, მაგრამ გამოხმაურებით უკვე ვგრძნობ, რომ სწორი გეზი გვაქვს და საჭირო საქმე წამოვიწყეთ.
მშობლებს ძალიან მოსწონთ ის, რომ ჩვენი საჩუქრით ბავშვისათვის, მისთვის არა მხოლოდ სათამაშო, არამედ რაღაც სრულიად ახალი, ძალიან სასარგებლო, შინაარსიანი და მრავალმხრივი განვითარებისათვის სტიმულის მიმცემი მიაქვთ.
ახალ წელთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?
ახალი წლისათვის მართლაც საოცარი რამ მოვამზადეთ. ესაა ემოციით სავსე საახალწლო საჩუქარი ბავშვისათვის.
- მისთვის დაწერილი ლექსი
- მასთან მიმსგავსებული თოჯინ
- მასთან სათამაშოდ შექმნილი სანტა
საჩუქრის ადრესატი ლექსში, სანტასთან ერთად, მთავარი გმირია და ეს ყველა ბავშვისათვის ნამდვილი ჯადოსნობის ტოლფასია.
რას იღებს ბავშვი საჩუქართან ერთად?
- დადებით თვითშეფასებასა და მნიშვნელოვნების განცდას –
-ბავშვი საჩუქრის მთავარი ფიგურაცაა და მისი მიმღებიც
- მშობელთან სასიამოვნო და შემეცნებით კომუნიკაციას
-ჩვენ ერთად ვკითხულობთ და გავათამაშებთ შენს ლექსს.
- შექებას იმ საჭირო და კარგ ქცევაზე რასაც უკვე აკეთებს, ან მალე გააკეთებს
-ლექსში სანტას მიერ სიტყვიერად წახალისებულია რამდენიმე ასეთი ქცევა.
- სიტყვათა მარაგსა და სტიმულს მეტყველების განვითარებისათვის
-ბავშვი ადვილად იმახსოვრებს რითმულ ფრაზებს და ხალისით იმეორებს მათ.
- ფანტაზიის განვითარების შესაძლებლობას
-ხელის ინტერაქტიული თოჯინებით ბავშვს შეუძლია როგორც ამ ლექსის, ისე სხვა მისი გამოგონილი საუბრებისა და თამაშის ინსცენირება.
- ბავშვი დაკავებულია ნატურატული, ეკოლოგიური სათამაშოთი და აქტივობებით და ენერგიას მისთვის.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ