იესო ქრისტეს სასწაულები ახალი აღთქმის ოთხივე სახარებაშია აღწერილი. ახალი აღთქმის პირველ სამ წიგნში: მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარება- გამოყოფილია 11 სასწაული, ხოლო იოანეს სახარებაში 7 სასწაულზეა საუბარი. იოანე დასძენს: „ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.”(იოანეს 21, 25)
10 ყველაზე ცნობილი სასწაულია:
- წყლის ღვინოდ გადაქცევა– გალილეის კანაში , ქორწილში, სტუმართა შორის ქრისტეს მოწაფეები და დედა მარიამიც იყო. სწორედ იქ, როდესაც ქორწილს ღვინო შემოაკლდა, იესო ქრისტემ ექვსი ქვის ჭურჭელი სასწაულებრივად ღვინით აავსო.
- მეფისკაცის ვაჟის განკურნება – იესო კაპერნაუმში გზად მიმავალმა შეიარა გელილეოს კანაში, იქ ერთმა კაპერნაუმელმა გაიგო ქრისტეს სტუმრობის ამბავი, მივიდა და შეევედრა განეკურნა მისი ვაჟი, რომელიც სიკვდილის პირას იყო.იესომ კი იქვე უპასუხა”წადი ცოცხალია შენი ძე”. მართლაც მსახურებმა აცნობეს მამაკაცს, რომ მისი შვილს სიცხემ გაუარა და მომჯობინდა.
- უხვი თევზაობა – ეს სასწაული აღწერილია მხოლოდ ლუკას სახარებაში. იგი ტიბერიის ზღვაზე მოხდა. იესომ მოწაფეებს ჰკითხა: „შვილებო, არა გაქვთ საჭმელი?“ , მათ მიუგეს- „არა“… იესომ ბრძანა: „ ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით“ სიმონ-პეტრემ წყლიდან თევზებით სავსე ბადე ამოიღო…
- კეთროვანის განკურნება – იესომ კეთროვანი განკურნა შემდეგი სიტყვებით : „მსურს, განიწმინდე“ და ავადმყოფსაც მოშორდა კეთრი
- ფეხით სიარული წყალზე– ტიბერიის ზღვაზე , ძლიერი ქარისა და ზღვის ბობოქრობის დროს, ქრისტეს მოწაფეები ნავით გადაადგილდებოდნენ, მათ წყალზე იესო ფეხით მიმავალი გამოეცხადა და უთხრა: „ მე ვარ, ნუ გეშინიათ“
- ხუთი ათასი კაცის დაპურება უდაბნოში– იესოს ეს ცნობილი სასწაული ოთხივე სახარებაშია აღწერილი. უდაბნოში შეკრიბილი ხალხის თვალწინ იესომ ხუთი პური და ორი თევზი ზეცისკენ მიაპყრო და სასწაულებრივად მიიღო იმდენი, რომ „ნარჩენებით გაავსეს თორმეტი კალათი“
- იაროსის ქალიშვილის მკვდრეთით აღდგომა– ამ სასწაულის მიხედვით, იესო ქრისტემ სინაგოგის წინამძღვრის ერთადერთი ქალიშვილი მკვდრეთით აღადგინა. როცა ყველა გლოვობდა გოგონას სიკვდილს, იესო ქრისტე მასთან მივიდა და უთხრა: „ტალითა, კუმი“ , რაც ნიშნავს „შენ გეუბნები, პატარავ, აღსდეგ“.
- ორი ბრმის განკურნება – იესოს ორი ბრმა აეკიდა გზად და განკურნება სთხოვა. იესომ მათ მიუგო: „გწამთ, რომ შემიძლია ამის გაკეთება?“, მათ უთხრეს: „დიახ, უფალო“, მაშინ იესომ მიუგო: „“თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ“ და განიკურნენ ბრმები.
- ლაზარეს გაცოცხლება– ეს ქრისტეს სასწაულებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასწაულია, რომლის მიხედვითაც ქრისტემ 4 დღის მიცვალებული აღადგინა. იგი შევიდა სამარხში და დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“. გამოვიდა ლაზარე, რომელსაც სახე სუდარით ჰქონდა შეხვეული.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.