პარლამენტის ლოგო შეიცვალა, აღნიშნული გადაწყვეტიელბა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილება კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში.
„ეს ანტიკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი და ახლა ვამტკიცებთ ლოგოს, სადაც გამოსახული არის გაურკვეველი შენობა. როცა შენობას იღებ ლოგოტიპად, უნდა იყოს ის შენობა, რომელშიც განთავსებულია უწყება, ” – აცხადებს ბეჟაშვილი.
რაც შეეხება კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერის ამოღებას, რომლის თანახმად, პარლამენტი მხოლოდ ქუთაისში იკრიბება, აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას იურიდიული კომიტეტი ხვალ დაიწყებს.
30.10.13