ისლამს, ისევე როგორც სხვა რელიგიებს, გააჩნია ის ძირითადი პრინციპები და ფასეულობები, რასაც მთლიანი მოძღვრება ეფუძნება.
მაჰმადიანურ მოძღვრებაში გამოიყოფა „ხუთი ბურჯი“ , ანუ ხუთი სავალდებულო პრაქტიკა, რომელიც მათ წმინდა წიგნშია გაწერილი და ყველა მორწმუნეს მოეთხოვება მისი შესრულება. ესენია: რწმენის დამოწმება, ლოცვა, მოწყალება, მარხვა, მექის მოლოცვა.
რწმენის დამოწმება- „დამოწმების“ წარმოთქმა ყველა მუსულმანისთვის სავალდებულოა. როგორც მუსლიმი სწავლულები ხსნიან, დამოწმების არსი მის სამ მთავარ პოსტულატში გამოიყოფა. პირველი გულისხმობს მუჰამედის გარდა ყველა სათაყვანო ობიექტის უარყოფას, მეორე ნაწილი „ გარდა ღმერთისა“- ერთღმერთიანობის დამოწმებაა, ხოლო მესამე ადასტურებს, რომ სწამთ მუჰამედის მქადაგებლური მისიისა.
ლოცვა- სალათი, ანუ ნამაზი გულისხმობს ყოველდღიურ ხუთგზის ლოცვას, რომლის პირწმინდად შესრულება და დაცვაც ყველა მუსლიმის ვალია. ლოცვამდე მუსლიმი აუცილებლად უნდა განიბანოს, ჩაიცვას სუფთა სამოსი და ამის შემდეგ შეასრულოს ლოცვა. ლოცვა ისევე, როგორც ყველა რელიგიისთვის , აქაც წარმოადგენს ღმერთთან კავშირის და მასთან „საუბრის“ შესაძლებლობას. ამ სავალდებულო ლოცვების გარდა, მუსლიმს ნებაყოფლობით შეუძლია დამატებითი ლოცვები შეასრულოს.
მოწყალება- მაჰმადიანური რჯულის თანახმად, ყოველი მუსლიმი ვალდებულია მისი დანაზოგის გარკვეული ნაწილი გაიღოს უპოვართათვის, ღარიბთათვის, ქვრივებისთვისა და სხვა გაჭირვებული ადამიანებისთვის. მოწყალების გაღება ამშვიდებს სულს, ამცირებს სიხარბესა და მომხვეჭელობას.
მარხვა- მუსლიმები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, ვალდებულნი არიან შეინახონ მარხვა რამადანის თვეში. მუსლიმთათვის რამადანის თვე გამორჩეულია. მათი რწმენის თანახმად, მარხვა ადამიანს ხდის უფრო მომთმენს და აძლევს ღმერთთან კავშირის შესაძლებლობას.
მომლოცველობა – ეს დეტალი მუსლიმური სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესია. ყოველი მუსლიმი უნდა ეცადოს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეწვიოს მექაში მდებარე ქააბას ქვას და მოილოცოს. ჰაჯი, ანუ მომლოცველობა, მუსლიმთათვის უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენს.. ყოველწლიურად ქააბაში მილიონობით პილიგრიმი იკრიბება. მათი წმინდა სწავლების მიხედვით, ჰაჯის ტრადიცია აბრაამის დროიდან მოდის.
უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი 5 „ბურჯი“ მართლაც წარმოადგენს მაჰმადიანური რჯულის ფუნდამენტურ პრინციპებს და მათი დაცვა ყველა მორწმუნისთვის უმნიშვნელოვანესია.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.