ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ფიკმში «ჩვილი სასეირნოდ მიდის» (Baby’s Day Out), სინამდვილეში მთავარ როლს ტყუპი ძმები, ადამი და ჯეიკობ უორტონები ასრულებენ. ფილმის გადაღებისას ბიჭები, დაახლოებით, 2 წლისები იყვნენ და პატარა მსახიობებმა მთელი მსოფლიოს დიდი სიყვარული მოიპოვეს. იმის მიუხედავად, რომ პრემიერის შემდეგ, მეოთხედ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა, ფილმს დღემდე დიდი სიამოვნებით და ხალისით უყურებენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმატებული დებიუტის მიუხედავად, ძმები კინოში აღარასდროს გადაუღიათ. მათ 2015 წ. დელავერის უნივერსიტეტი დაამთავრეს და ცხოვრების განსხვავებული გზები აირჩიეს:
ჯეიკობმა უნივერსიტეტში რესტორნის ბიზნესის კურსი გაიარა და როგორც თავად აღიარა, ძალიან მოსწონს კერძების და განსაკუთრებით, დესერტების მომზადება.
ექს-მსახიობმა რამდენიმე კომპანიის საცხობში იმუშავა. ამჟამად, საავადმყოფოში მუშაობს მზარეულად. ხოლო, თავისუფალ დროს, საქსაფონზე უკრავს.
— უმაღლესი განათლების პრივილეგია იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც კერძების მომზადება მომბეზრდება, რესტორნის მართვაზე გადავალ, — ამბობს ის.
ადამი სამოსის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა და უნივერსიტეტის დამთავრებამდე, ერთი კოლექციის გამოშვებაც მოასწრო. და თუ სოციალური ქსელების აქტივობებით და გამოხმაურებით ვიმსჯელებთ, ახალგაზრდა დიზაინერს საქმე ცუდად არ უნდა მისდიოდეს.