თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ფაიზერის ვაქცინას საქართველო არ შეისყიდის, რადგან -800-ზე შენახვის შესაძლებლობა ქვეყანას არ აქვს. ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოსთვის უფრო სასურველი მოდერნას ვაქცინაა, რადგან მას -200-იანი მაცივარი სჭირდება. მისივე თქმით, ან ყველაზე კარგი ოქსფორდის უნივერსიტეტის ასტრაზენეკაა, რომელსაც ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე ინახავენ და ეფექტი იგივეა.
“მგონია, ფაიზერს ჩვენები არ აიღებენ. ფაიზერი ძალიან კარგია, მაგრამ -800-ზე უნდა ინახებოდეს. ამის საშუალება მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას აქვს. საქართველოში გვაქვს -800-იანი მაცივრები, მაგრამ სულ ერთეულები, მაგალითად, ჩემს სამსახურში ორი დგას. მასობრივად, განსაკუთრებით რაიონებში -800-იანი მაცივრები არ არის”, — განაცხადა ცერცვაძემ იმედის ეთერში.
ის ვარაუდობს, რომ საქართველო წამყვანი ქვეყნების შემდეგ კორონავირუსის ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მიიღებს და ეს, სავარაუდოდ, თებერვალში მოხდება.