რა არის ჩვენი მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის დროს, რა თქმა უნდა, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და სიყვარული
“როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, შეშინებულები და დათრგუნულები?! რა თქმა უნდა, არა, ჩვენი მომავლის რწმენა, იმედი, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, ერთმანეთისადმი სოლიდარობა, რა თქმა უნდა, დაასუსტებს ამ უხილავ მტერს. ნაძვის ხის ანთების დროს ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ზუსტად ხალისი, ბავშვების ჟრიამული, კისკისი, ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს”, – თქვა კახი კალაძემ.