ჰიჯრა მუსლიმებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს. 622 წლის 24 სექტემბერს მუჰამედი თავის მიმდევრებთან, მუჰაჯირებთან ერთად მექადან მედინაში გადავიდა.
მოვლენის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ მუსლიმური კალენდრის ათვლა სწორედ 662 წლიდან , ანუ ჰიჯრადან იწყება.
VII საუკუნისთვის მექას მოსახლეობა არა ისლამს, არამედ სხვადასხვა რელიგიებს აღიარებდა, შესაბამისად ისინი უკმაყოფილონი იყვნენ მუჰამედის ქადაგებით და მას სრულებით ეწინააღმდეგებოდნენ. ამას მოჰყვა ის, რომ მექელებმა მუჰამედსა და მის მიმდევრებს აიძულეს – დაეტოვებინათ ქალაქი.
622 წელს მუჰამედი გადავიდა მექადან მედინაში, სადაც უკვე საკმაო რაოდენობით სახლობდნენ მუსლიმები. ეს მოვლენა ისტორიულადაც ძალზე მნიშვნელოვანია მუსლიმთათვის , ვინაიდან შეიძლება იგი ჩაითვალოს პირველი ისლამური სახელმწიფოს შექმნის საწყის ეტაპად.
მუსულმანურ სამყაროში ჰიჯრამდელი პერიოდი სახელდება როგორც „ჰაჯილა“, რაც ნიშნავს ისლამის გავრცელებამდე პერიოდს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.