ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ორგანიზებით, ახალციხეში ველოტური სლოგანით – „ჯანსაღი ახალგაზრდები საქართველოს მომავლისთვის!“ მოეწყო.
ველოტურში საქართველოს ოთხი უნივერსიტეტის – თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორმოცამდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
„ველოტური რაბათში მოეწყო ახალგაზრდული მოძრაობა”დავითიანნის” ორგანიზებით და ჩვენი მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.“ – განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა გიორგი ექვთიმიშვილმა.
მისივე თქმით ეს პროექტი, თბილისში და რეგიონებში მცხვოვრები ქართველი და ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების გაცნობა დაახლოებას შეუწყობს ხელს.
პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: წყაროსწყალი ბაკურიანი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და კლუბი Rider’s Dream. ველოტურის მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ჩატარება ახალციხის პოლიციამ უზრუნველყო.
მონაწილეებმა ღონისძიების ფარგლებში რაბათის ციხე დაათვალიერეს, ხოლო ამის შემდეგ ველოსიპედებით საფარის მონასტრის მიმართულებით გაემართნენ.