დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, კორონავირუსის ახალი სახეობა „კონტროლს არ ექვემდებარება“. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჰენკოკის თქმით, ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.
„აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ. ამის მიღწევის ერთადერთი გზა სოციალური კონტაქტების შეზღუდვაა, ხოლო იქ, სადაც შეზღუდვების მეოთხე დონე მოქმედებს, ყველა ისე უნდა მოიქცეს, თითქოს მათ უკვე აქვთ ვირუსი. სწორედ ასე შევძლებთ ვირუსის გაკონტროლებას და ხალხის დაცვას“, – განაცხადა ჰენკოკმა.
ჰენკოკის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება, მისი გაკონტროლება ვაქცინის მიღებამდე რთული იქნება.