პასექი (ფესახი) უდიდესი ებრაული პილიგრიმული დღესასწაულია. იგი მოძრავია და მარტსა ან აპრილში აღინიშნება, ებრაული კალენდრის ნისანის თვის მე-15 დღიდან 21-ე დღის ჩათვლით.
დღესასწაული ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობისგან, პირველშობილი ყრმების გადარჩენას და ანტიკური ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლას. დღესასწაულის განმავლობაში ებრაელები ჩვეულებრივი პურის ნაცვლად მიირთმევენ უფუარ კვერს.
ძველი აღთქმის წიგნი, „გამოსვლა“, პასექზე მოგვითხრობს:
ეგვიპტეში სასტიკად იჩაგრებოდა ებრაელი ხალხი. უფალმა მათ გამოსახსნელად არაერთი ნიშანი მისცა ეგვიპტელებს (მათ შორის, ათი სენი), თუმცა ფარაონის სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა. ამის გამო უფალმა ეგვიპტელებს რისხვა მოუვლინა- ეს იყო პირველშობილთა მოკვდინება.
ებრაელები გაფრთხილებულები იყვნენ სახლის კარზე ნიშანი დაედოთ-ბატკნის სისხლით. ამ ნიშნის მქონე ოჯახს სიკვდილი ასცდებოდა, სიკვდილის ანგელოზი მას გვერდს აუვლიდა. (პასექი ებრაულად სწორედ გვერდის ავლას ნიშნავს).
ასეთი სასჯელით თავზარდაცემულმა ფარაონმა ებრაელები გაათავისუფლა. ისინი ისე ჩქარობდნენ, რომ პურის აფუებას აღარ დაელოდნენ, უფუარი ცომისგან ხმიადი კვერები დააცხეს და საგზლად თან წაიღეს.
აქედან გამომდინარე, დღესასწაულზე, დაახლოებით რვა დღის განმავლობაში, ებრაელები არ ჭამენ ჩვეულებრივ პურს.
პასექს მეორენაირად მას „უფუარობის დღესასწაულს“ უწოდებენ.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა