დღეს, 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორის აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა.
ილია მეორეს ინტრონიზაცია(აღსაყდრება) 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. ხოლო იგი კათალიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ფარული კენჭისყრის გზით აირჩიეს.
ილია მეორე პატრიარქის ტახტზე 44 წლის ასაკში ავიდა.
2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა:
„უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის“.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა