ჰაჯის ტრადიცია ამჟამად ითვლება უდიდეს, ყოველწლიურ პილიგრიმობად მსოფლიოში. იგი ისლამის „ხუთი ბურჯიდან“ ერთ-ერთს წარმოადგენს.
როგორც წესი, ჰაჯი იწყება ისლამური კალენდრის მეთორმეტე თვეს.
ტრადიციის მიხედვით, ყველა მუსლიმს(ვინც ფსიქოლოგიურად და ფინანსურად მზად არის) გააჩნია მორალური ვალდებულება, ერთხელ მაინც მოინახულოს მექა თავის სიცოცხლეში.
ყოველწლიურად მექაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჰაჯი რელიგიურად გამოხატავს მაჰმადიან ხალხთა სოლიდარობასა და მათ მიერ ალაჰისადმი მორჩილებას. ამ პერიოდში მომლოცველები სპეციალურ სამოსს ირგებენ, ეს ტანისამოსი ერთნაირია, რაც გამოხატავს იმას, რომ სხვადასხვა სოციალური ფენისა და კულტურის წარმომადგენელი ღვთის წინაშე თანაბარია.
ჰაჯის ტრადიციას თავისი რიტუალური წესი გააჩნია. მორწმუნემ ქააბას შვიდჯერ უნდა შემოუაროს, შემდეგ მლოცველები არაფას წინ ფართო მინდორზე ერთად დგებიან და ღმერთს შეწყალებას სთხოვენ. ლოცვების დროს საუბარი ძირითადად განკითხვის დღეს ეხება. იბრაჰიმი ის სპეციალური სახელია, რომელსაც პილიგრიმობის პერიოდში მყოფ მაჰმადიანებს არქმევენ.
მასალა მოამზადა : თორნიკე ყრუაშვილმა.