პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებამ გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო და ახალი წლის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.
„შეზღუდვების ეტაპმა თავისი შედეგი გამოიღო, შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ დღევანდელმა დღემ გვიჩვენა, რომ კვლავ არ ვიცავთ ელემენტარულ წესებს და აქედან გამომდინარე, ალბათ, რაოდენობა 1-2 კვირაში ისევ გაიზრდება. ამ შემსუბუქებამ ადამიანების რაოდენობა ქუჩებში და მოლებში გაზარდა, რომლითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გვექნება”, – განაცხადა ლევან რატიანმა.