თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ აღნიშნული ტაძრის სამრევლოს სახელით განცხადება გააკეთა და პანდემიის მეორე ტალღასთან დაკავშირებით, ათ შეჭირვებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადასცა.
აღნიშნული მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკის უქონლობის გამო ვერ ახერხებდნენ დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართვას. გარდა კომპიუტერებისა, დეკანოზმა მოსწავლეებს სასწავლო წლის, კერძოდ, ივნისის ბოლომდე ინტერნეტის საფასური დაუფინანსა.
“პანდემიის მეორე ტალღის დროს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა საგანმანათლებლო სისტემამ, ჩვენმა, ჯვრისამაღლების ეკლესიის სამრევლომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ამჯერადაც, როცა უკვე პანდემიის მეორე ტალღაა, გავაკეთეთ ორგანიზება სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის თანადგომის ნაწილში და სხვადასხვა რეგიონში, ათი ოჯახისათვის, რომელთაც შვილებისათვის არა აქვთ დისტანციური სტავლებისათვის სრულფასოვანი წვდომა, შევიძინეთ ათი ახალი კომპიუტერი და აგრეთვე მათ დავუფინანსებთ სასწავლო წლის ივნისის ბოლომდე ინტერნეტის საფასურს”, – განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.
წყარო: მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.