ჩვენ მომხმარებლის ძირითად ნაწილს, 95%-ს, არ ვაგრძნობინებთ ამ ფასნამატს მთელი 2021 წელი.
3.5 თეთრი არ არის პრინციპში, დიდი ზრდა. აქედან გამომდინარე, სრულიად სამართლიანია, ის ფენა, ვინც უფრო შეძლებულია, ვინც 300 კილოვატზე მეტს მოიხმარს თვეში, დიდი სახლი გააჩნია, უფრო მეტი მოხმარება, ნაკლებად ზრუნავს იმაზე, რომ შეამციროს მოხმარება, მათთვის კრიტიკული ნამატი ნამდვილად არ იქნება.
ის კი არადა, მინდა, თქვენი ეთერით ვისარგებლო და მოვუწოდო ყველას, ვინც შეიძლება, 300 კილოვატს ქვევით მოიხმარს, მაგრამ თვლის, რომ ეს დამატებითი ფასნამატი, 3.5 თეთრი არ დააზარალებს მას, და შეიძლება ჩათვალოს, რომ ძვირფასი სუბსიდიის რესურსი მასზე სახელმწიფომ არ უნდა გამოყოს, მას ექნება უფლება, ნებაყოფლობით უარი თქვას სუბსიდიაზე, რაც იქნება სწორი და გამართლებული ნაბიჯი ადამიანურად.