ტაბატაძეების მხიარული ოჯახს, რომელიც მე-10 შვილს ელოდება, m²-მა 130 კვადრატული მეტრის ფართის ბინა გადასცა.
მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“, ოქტომბერში გავიდა.
მშობლებს ახლა 7 ბიჭი და 2 გოგო ჰყავთ. მე-10 შვილსაც გოგოს ელოდებიან. უკვე შერჩეული აქვთ სახელიც – ანა.
დედა, ქეთევან ტაბატაძე პროფესიით ინგლისური ენის პედაგოგია, ხოლო მამა – 44 წლის შალვა ტაბატაძეა.
როგორც ბავშვების დედა ამბობს, მისთვის ყოველი მშობიარობა რისკის შემცველი იყო, რადგან პირველი შვილი საკეისრო კვეთით დაიბადა. დანარჩენი 8 შვილი მან ფიზიოლოგიური გზით გააჩინა.
ასევე აღსანიშნავია, რომ მამა ყველა მშობიარობას ესწრება.
„რეალურად ჩვენთვის 1 ჩვეულებრივი დღე არის არაჩვეულებრივი“, – აღნიშნავს ქეთევან ტაბატაძე.