შეზღუდვებმა, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა, ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის 24-მდე, როდესაც შეზღუდვების გარკვეული ნაწილი მოიხსნა, ჩვენ ნამდვილად მოგვცა ის შედეგი, რომ ვითარება დასტაბილურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო, თვითდამშვიდების საფუძველი არაა.
„ბოლო დროს შემთხვევების მატება არ გვქონდა, დაიწყო კლებაც და უკვე საგრძნობია ეს ჩემი კოლეგებისთვის, ვინც კლინიკურ სექტორში მუშაობს, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითდამშვიდების არავითარ საფუძველს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.