ბიონსე საცხოვრებლის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს 5 000 დოლარით დაეხმარება.
ინფორმაციას ამის შესახებ Skynews-ი ავრცელებს.
„ბიონსე განაგრძობს იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამჯერად ფონდი საცხოვრებლის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფებს დაეხმარება.
პანდემიამ ბევრი ოჯახი ძალიან დააზარალა, უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. შექმნილმა ვითარებამ ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია“,- ნათქვამია მომღერლის საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.