ბიჭმა, რომელმაც ქუჩაში საფულე იპოვა “ბევრი ფულით” და პატრონს სოციალური ქსელით ეძებდა, მფლობელს უკვე მიაკვლია და ფული გადასცა. ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“გადავეცი უკვე საფულე, ძალიან გავახარე ვერ აღვწერ ამ სიხარულს, მაპატიეთ”, – წერს თორნიკე ნინიკაშვილი.
თორნიკე ნინიკაშვილი „გლოვოს“ კურიერია. მის ჟესტს სოციალურ ქსელში უმრავი დადებითი გამოხმაურება აქვს.
ცნობისთვის, თორნიკემ საფულე, 4 იანვარს, იპოვა და პატრონს სოციალური ქსელის საშუალებით ეძებდა.
“ქუჩაში ვნახე იქნებ როგორმე მივაკვლიოთ ძალიან ბევრი ფული აქვს დაკარგული”, – წერდა თორნიკე ნინიკაშვილი “ფეისბუქზე”.