20 იანვრიდან „ენგურჰესი“ ჩერდება. ამის შესახებ შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ განაცხადა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესი დაწყებიდან, დაახლოებით, სამ თვეში – აპრილის ბოლოს დასრულდება.
საუბარია, საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბის 2018-2019 წლებში გადადებულ რეაბილიტაციაზე. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი – 9,5 მეტრი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ენგურჰესის” ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება.
ამ დროის განმავლობაში კი, საქართველოს ენერგეტიკის სექტორს, დაახლოებით, 300 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგია დააკლდება.
წყარო : bm.ge