ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ამბობს, რომ ბოლო კვლევებით, ვირუსის ახალი ფორმით, უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან.
„ახლა აღმოჩნდა, რომ ამ შტამით უფრო მეტად ინფიცირდებიან 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რადგანაც ბავშვები უფრო ადვილად ინფიცირდებიან, შესაბამისად, ბავშვებს უფრო მეტი კონტაქტი აქვთ ოჯახში და ამიტომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ოჯახებში დაინფიცირების გაზრდა. ამ ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს იმის გამო, რომ ეს გაზრდის დაინფიცირებულთა რაოდენობას და დაინფიცირებულთა რაოდენობა, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მძიმე შემთხვევები, მაგრამ დაინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ დაწოლა გაიზრდება ჯანდაცვის სისტემაზე,“ – ამბობს ზაზა წერეთელი.