საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.
საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. 2021 წლის 1-ლი ინვრის მდგომარეობით, საპატიო ლეგიონის ორდენი 1 229 ადამიანმა მიიღო. აქედან კავალერის წოდება 1 087 ადამიანს მიენიჭა, ოფიცრის – 111 ადამიანს, ხოლო კომანდორის – 21 ადამიანს.
საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მინიჭებული აქვთ მუსტაფა ქემალ ათათურქს, ონორე დე ბალზაკს, ჟან-პოლ ბელმონდოს, იოსეფ ბროდსკის, შარლ დე გოლს და საფრანგეთისა და უცხო ქვეყნების წარჩინებულ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს.