ქრისტიანულ მოძღვრებაში არსებობს 7 საიდუმლო: ნათლისღება, , მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება, ზეთის კურთხევა.
ჩვენ კი ამ შვიდიდან ერთ-ერთ, ზიარების საიდუმლოს მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ.
ზიარება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე პურისა და ღვინის სახით იღებს იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლს და ხორცს საუკუნო ცხოვრებისთვის. ეს წმინდა საიდუმლო თავად იესო ქრისტემ დააწესა თავისი ვნების და სიკვდილის წინ საიდუმლო სერობაზე, როცა აიღო პური, აკურთხა, განტეხა, მისცა მოციქულებს და უბრძანა: „მიიღეთ და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი“. შემდეგ აიღო სასუმელი, აკურთხა , მისცა მოციქულებს და თქვა: „ჰსუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა თქვენთვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა.“
ზიარების საიდუმლოს ხილული მხარე მასალაა, რომელიც იხმარება საიდუმლოსთვის- პური და ღვინო და ღვთისმსახურება, რომელზეც სრულდება თვით ეს საიდუმლო. პური უნდა იყოს ხორბლის, გაღვივებული , სუფთად მომზადებული და გამომცხვარი, ღვინო კი ნამდვილი ყურძნის წვენი, სუფთად დაყენებული , წითელი.
საიდუმლოს აღსრულების დროს, ღვინოში ურევენ წყალს მოსახსენებლად იმისა, რომ იესო ქრისტეს გვერდიდან გადმოვიდა სისხლი და წყალი, როცა უგმირა ლახვარი ერთმა მხედართაგანმა.
წირვის იმ ნაწილს, რომელზედაც სრულდება თვით საიდუმლო, ეწოდება მართალთა ლიტურგია.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა