სიდჰარტა გაუტამა (მოგვიანებით ბუდა) ძველი ინდოელი სულიერი მოძღვარი და ბუდიზმის დამაარსებელი იყო. იგი ასევე ცნობილია, როგორც შაკიამუნი, ანუ ბრძენი შაკიების გვარიდან. რეალურად, ბუდას ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული, რადგან მისი ცხოვრება აღიწერა მისი გარდაცვალებიდან დაახლოებით 300 წელიწადში.
როგორც ვთქვით, ბუდიზმის ფუძემდებლად მიჩნეულია სიდჰართჰა გაუტამა (ძვ.წ 623-543). სიდჰართჰა სანსკრიტზე ნიშნავს „ის ვინც თავის მიზანს აღწევს“. გადმოცემის თანახმად, ის დაიბადა ძვ.წ VI საუკუნეში. მისი მამა იყო შაკიების ტომის ბელადი, დედა-მაია დევა, ბუდას დაბადებიდან მეშვიდე დღეს გარდაიცვალა.
ისტორიის თანახმად, გაუტამას მამას ეუწყა , რომ მისი ვაჟი მომავალში ან უძლეველი მეფე გახდებოდა, ან უდიდესი სულიერი ლიდერი, თუკი ის ნახავდა ამქვეყნიურ ოთხ უარყოფით მოვლენას. ბელადი შეშინდა, ამიტომაც ბუდა სალში გამოკეტა და არ აჩვენებდა იმას, რაც სასახლის გარეთ ხდებოდა.
გაუტამამ მაინც მოახერხა მალულად გასვლა სასახლიდან. პირველად მან იხილა ძალიან მოხუცი კაცი, შემდეგ ავადმყოფი, მიცვალებულის პროცესია და ასკეტი. მისი ცხოვრება რადიკალურად სწორედ ამ სანახაობებმა შეცვალა. 29 წლის ასაკში მან დატოვა თავისი სამეფო, მთელი ოჯახი და ასკეტური ცხოვრება დაიწყო.
ამ ტანჯვის ნახვის შემდეგ მისი ერთადერთი საფიქრალი ადამიანებისთვის ხსნის გზის პოვნა გახდა.
გადმოცემით, ასევე ცნობილია ის ფაქტიც, რომ ბუდას თავდაპირველი მსმენელი მხოლოდ რამდენიმე ადამიანი და ორი ირემი იყო.
ბუდა ღრმად მოხუცებული 80-85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი გმხადარა სოკოს კერძი, რომლითაც ერთმა ნალბანდმა უმასპინძლა. ძნელია იმის გარკვევა, ბუდა მოწამლეს თუ მოიწამლა.
ცნობილია გიგანტური ქანდაკებები, რომლებზედაც მისი უკანასკნელი დაძინებაა აღბეჭდილი.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა