ყურბან- ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ისლამში ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ქრისტიანობაში აღდგომას.
იგი ისლამის მეორე ყოველწლიური დღესასწაულია, რომელიც რამადანის დასრულებისთანავე იწყება და სამ დღეს გრძელდება.
მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია დასაბამს ცნობილ ბიბლიურ სიუჟეტში იღებს, რომელიც აბრაამის მიერ, თავისი შვილის, ისააკის მსხვერპლად შეწირვის მცდელობაზე მოგვითხრობს. თუმცა პირველპატრიარქ აბრაამის ნაცვლად, ყურანი წინასწარმეტყველ იბრაჰიმს იხსენიებს, ხოლო ისააკის ნაცვლად ისმაილს. ასევე ყურანის თანახმად, როცა იბრაჰიმი მზად იყო მსხვერპლად გაეღო ერთადერთი შვილი, ალაჰმა კრავი მოავლინა და იბრაჰიმს სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა, ნიშნად იმისა, რომ წინასწარმეტყველმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
დღესასწაულზე ალაჰს კაცები ხმამაღლა განადიდებენ, ხოლო ქალები- ჩუმად. ამ დღეს მუსლიმი ადრე უნდა ადგეს, განიბანოს, ჩაიცვას საუკეთესო ტანისამოსი და მეჩეთში დილის ღვთისმსახურებაზე წავიდეს.
მუსლიმებს სწამთ, რომ ალაჰისადმი უზენაესი სიყვარულის გამოხატვის ნიშნად ამ დღეს ყოველმა მორწმუნემ უნდა შესწიროს შინაური ცხოველი. თუ ცხონება გსურს, აუცილებელია სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოილოცო მექა და სწორედ აქ, ალაჰისადმი მორჩილების გამოხატვისა და მისი კაცთმოყვარეობის მოხსენების ნიშნად შესწირო ყურბანი. თუმცა, რადგან ყველა მუსლიმს არ შეუძლია ამ წესის აღსრულება, დაშვებულია მსხვერპლშეწირვა იქ, სადაც ეს დღესასწაულის სახელწოდებიდან გამომდინარე. ყურბან-ბაირამობის განსაკუთრებული რიტუალები სწორედ საკლავთან არის დაკავშირებული.
შეწირულ ცხოველი სრულიად ჯანრმთელი უნდა იყოს, ამასთან ერთად დაწესებულია ასაკობრივი ზღვარიც. მაგალითად, ცხვარი ასაკით 6 თვეზე ნაკლები არ უნდა დაიკლას, თხისა და მსხვილრქიანი ცხოველის შემთხვევაში მინიმალური ასაკი ორი წელია.
დღესასწაულზე დაკლული ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება, ერთი გაჭირვებულებს უნაწილდებათ, ერთიც მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს ოჯახში იტოვებენ.
წყარო: www.tabula.ge
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.