კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილეს, ჯეიკობ ენტონი ჩენსლის ბრალდება წაუყენეს. მას ხულიგნობასა და სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
33 წლის ჩენსლი შეთქმულების თეორიის, ე.წ. QAnon-ის მიმდევარია, რომლის მიხედვითაც, დემოკრატიული პარტია ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციას ლობირებს, დონალდ ტრამპი კი დანაშაულებრივი ქსელის წინააღმდეგ იბრძვის. ის ერთ-ერთია იმ აქტივისტთაგან, ვინც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და საკანონმდებლო ორგანოს დარბევაში მიიღო მონაწილეობა.
პოლიციამ ვითარების კონტროლქვეშ აყვანა რამდენიმე საათში შეძლო და 50-ზე მეტი აქტივისტი დააკავა.