მასალა არის შესწორებული, რადგან ტექსტის თავდაპირველი ვერსიაში გადმოცემულ შინაარსს, სხვა ამბის ფოტო სურათი ჰქონდა თანდართული.
მასალას თან ვურთავთ, ახალ ფოტოსურათს, რომელზეც ისტორიის მთავარი მოქმედი პირი არის აღბეჭდილი და ასევე შეცდომით ტვირთულ ფოტოს, განმარტებით.
შეცდომით ატვირთული ფოტო :
ფოტო 1954 წელსაა გადაღებული. ფოტოსურათზე არსენალის მეკარე ჯეკ კელსია გამოსახული და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ როგორც 1937 წელს, აღნიშნული მატჩიც ცუდი ხილვადობის გამო შეჩერდა, ამ შემთხვევაში, მეკარე კელსი მსგავსი გაუგებრობის გამო, მოედანზე მარტო არ დარჩენილა.
ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან, სიმართლეა, რომ 1937 წელს, ძლიერი ნისლის გამო საფეხბურთო მატჩის შეწყვეტიდან 15 წუთის განმავლობაში მეკარე სემ ბარტრემი მოედანზე მარტო იმყოფებოდა და მას მატჩის გადადების შესახებ ინფორმაცია პოლიციელმა მიაწოდა. აღნიშნულ კურიოზს საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავად ბარტრემიც იხსენებს, რაც ცნობილი სპორტული გამოცემის, ESPN-ის ამ სტატიაში მოხვდა. გამოცემის მიხედვით, 1937 წლის შობა დღეს, ლონდონში, Stamford Bridge-ზე ჩელსის წინააღმდეგ მიმდინარე მატჩი, ძლიერი ნისლის გამო, 61-ე წუთზე შეწყდა, თუმცა ამის შესახებ ბარტრემისთვის ცნობილი ყველაზე ბოლოს გახდა. კერძოდ, მეკარე ბარტრემი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ფიქრობდა, რომ თანაგუნდელები მოწინააღმდეგის მეორე ნახევარზე თამაშობდნენ და სწორედ ამიტომ ნისლში მათ ვერ ამჩნევდა. თუმცა, ბოლოს ბარტრემთან პოლიციელი მივიდა, რომელმაც ფეხბურთელს აცნობა, რომ მატჩი ცუდი ხილვადობის გამო შეჩერებული იყო.
1937 წელს ჩელსი-ჩარლტონის მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე ძლიერი ნისლი ჩამოწვა და ხილვადობა მინიმუმამდე დავიდა. ამიტომ, მსაჯმა 70-ე წუთზე გადაწყვიტა თამაში შეეჩერებინა, რაც ჩარლტონის მეკარემ სემ ბერტრამმა ვერ გაიგო და მატჩისთვის განკუთვნილი 20 წუთი მარტომ გაატარა მოედანზე.
გთავაზობთ ამონარიდს სემ ბერტრამის სახალისო ინტერვიუდან:
“დიდხანს ვიდექი კარში, მაგრამ არც ბურთი, არც ჩემი თანაგუნდელები და არც მეტოქე გუნდის ფეხბურთელები არ გამოჩენილან.”
“დარწმუნებული ვიყავი, რომ ტერიტორიული უპირატესობის გამო ჩემი თანაგუნდელები ჩელსის ფეხბურთელებს არ აძლევდნენ უფლებას შეეტიათ ჩარლტონის კარისათვის”.
“ბოლოს დავინახე თუ როგორ გამოდიოდა სქელი ნისლიდან ადამიანის სილუეტი, ვინაიდან არ ვიცოდი თუ ვინ იყო-ჩემი თანაგუნდელი თუ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი, მე მოვემზადე კარის დასაცავად”
“ნისლიდან გამოსული ადამიანი ფეხბურთელი კი არა პოლიციელი აღმოჩნდა, რომელმაც მკითხა: აქ რას აკეთებ? მოედანზე არავინა, შეხვედრა 15 წუთის წინ დამთავრდა!”
“როცა, მე შევედი გასახდელში, ჩემს დანახვაზე ჩემს თანაგუნდელებს ხარხარი აუვარდათ გასაგები მიზეზის გამო”
ალბათ ეს ისტორია ყველაზე სასაცილოა, რაც კი ოდესმე ფეხბურთში მომხდარა.
წყარო : players.ge