„უზენაესი საქმე კაცისა“- ასე უწოდებენ წმინდა მამები ლოცვას. მართლმადიდებლობაში აღიარებულია ის პრინციპი, რომ უფალთან საუბარს ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი უნდა ეკავოს, უფალთან საუბარი კი სწორედ ლოცვების საშუალებითაა შესაძლებელი. თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სინამდვილეში ასე მხოლოდ ერთეულები იქცევიან. ბოროტი ძალები ყველანაირად ცდილობენ მორწმუნის შეცდენას. როგორც წესი, ყოველმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს ლოცვის ნებისმიერი დეტალი, წესი.
დილის ლოცვანი ყოველი ქრისტიანის განუყოფელი ნაწილია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლოცვა მართლმადიდებელი მორწმუნის უფალთან კავშირის საშუალებაა, ამიტომაც ნებისმიერი მორწმუნის დილა სწორედ ლოცვით უნდა დაიწყოს.
დილის ლოცვანი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქრისტიანისთვის. დილის ლოცვა საშუალებაა იმისა, რომ უფალს მადლობა შევწიროთ, რომ კიდევ ერთი დილა გაგვითენა და მთელი დღის მანძილზე შეწევნა ვთხოვოთ, რომ დღემ მშვიდობიანად და უშფოთველად ჩაიაროს. ნებისმიერი ლოცვის, მათ შორის დილის, საშუალებით უფლიდან ადამიანზე უდიდესი მადლი და წყალობა გადმოდის, სწორედ ის მადლი, რომლითაც მთელი დღის განმავლობაში მორწმუნე დალოცვილია და დაცულია ბოროტისგან.
მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანი დილის ლოცვის დაწყებამდე მოწესრიგდეს და შემდეგ წარსდგეს უფლის წინაშე. დაუშვებელია ლოცვის წინ ჭამა ან სხვა სერიოზული საქმის გაკეთება.
გარდა დილის ლოცვისა, რა თქმა უნდა, ქრისტიანისთვის აუცილებელია ძილად მისვლის და შვიდ გზის ლოცვანი.
წყარო: www.karibche.ambebi.ge
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.