ებრაულ სარწმუნოებაში საუკუნეთა განმავლობაში რელიგიურ პრინციპთა რამდენიმე ნათელი ფორმულა დადგინდა. მათ საერთო ელემენტები აკავშირებს, თუმცა ასხვავებს გარკვეული დეტალები, რითაც სხვადასხვა თეოლოგიური შეხედულებებისადმი შემწყნარებლობა მჟღვანდება.
მათ შორის, ყველაზე ფართოდ აღიარებულია რაბინი მოშე ბენ მაიმონის სარწმუნოების ცამეტი პრინციპი:
- ღმერთი არსებობს და განაგებს.
- ის ერთია;მონოთეიზმის მტკიცე უნიტარული პრინციპი, რომელსაც ემყარება შეხედულება, რომ მარადიული ღმერთი მორალის საწყისია.
- მას არ აქვს ტანი და ტანის მსგავსება;ღმერთი სავსებით არამატერიალური, უსხეულოა. ყოველი ანთრომორფიზმი თორაში და რაბინულ ლიტერატურაში უნდა მივიჩნიოთ მეტაფორად ურომლისოდაც ღმერთზე ვერ ვილაპარაკებდით.
- ის დაუსაბამოა;სამყაროსთან შედარებით ღმერთი უპირველესია, ოღონდ მისგან განსხვავებით საწყისი არ აქვს დროში, რადგან თვით დრო ღმერთის შექმნილია – ის მის მიერ შექმნილ სამყაროსთან ერთად დაიწყო. ღმერთს არ აქვს წარსული, აწმყო და მომავალი. ის მარადიულია არა მხოლოდ მისი არსებობის დროის მიერ შეუზღუდელობით, არამედ იმ გაგებითაც, რომ არავითარი დროის განმავლობაში არ იცვლება.
- არ უნდა ემსახურო, თუ არა ღმერთს;ღმერთსა და ადამიანს შორის არ არსებობს არავითარი ზებუნებრივი მედიატორი. ასეთი მედიატორის რწმენა, ტრადიციული შეხედულებით მწვალებლობაა.
- ღმერთმა ადამიანის ფიქრები იცის;ის ყოვლისმცოდნეა.
- მოსეს ნაწინასწარმეტყველევი სიმართლეა.
- მოსე წინასწარმეტყველთა მთავარია.
- თორა ზეციდან მოცემულია.
- თორა არასოდეს არ შეიცვლება.
- ღმერთი სჯის ბოროტთ და საფასურს უხდის კეთილთ.
- მესიანური მეფემოვა; ღმერთი მესიად მოავლენს დავითის თესლის ადამიანს – მეფეს, რომელიც ისრაელის სამეფოს აღადგენს და ამქვეყნად თორის კანონებს დაამყარებს.
- მკვდრები აღდგებიან;(მესიის მოსვლისას)
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.