საქართველოში 14 იანვარს ქართული დროშის დღე აღინიშნება. სიმბოლურად, ამ დღეს აივანზე ჩვენი ქვეყნის დროშას გადმოფენენ ხოლმე. თუმცა, ბევრმა ამის შესახებ არც კი იცის. ცხადია, რაც უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდება საქართველოს დროშის, მისი სიმბოლური შინაარსის შესახებ, მით მეტი ქართველი სცემს მას პატივს.
საქართველოს დამოუკიდებლობის რამდენიმე წლის მანძილზე – 1918-1921 წლებში ჩვენს ქვეყანას სამფერიანი დროშა ჰქონდა. მისი მხატვარი იაკობ ნიკოლაძე გახლდათ. თუმცა, 1921 წელს, ჩვენი ქვეყნის ანექსიის შემდგომ აღნიშნული დიზაინის დროშა გაუქმდა და კვლავ აღდგა წლის 14 ნოემბერში.
ამის შემდგომ, საბჭოთა საქართველოში ქვეყანას უკვე დროშის არაერთი ვერსია ჰქონდა. ძირითადი ფერი წითელი იყო – ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირი წევრი. მეორე ვერსია კი ასეთი იყო – წითელი ნამგალი და ურო ვარსკვლავით ლურჯ მზესა და ლურჯ ზოლზე დროშის ზედა ნაწილში. სწორედ ეს უკანასკნელი იყო ის დიზაინი, რომელიც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ჰქონდა ჩვენს ქვეყანას.
დღესდღეობით საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა აქვს. თეთრ ფონზე გამოსახული ხუთი წითელი ჯვარი ზოგადქრისტიანული სომბოლოა, მაცხოვრისა და ოთხი მახარობლის განსახიერება. 2004 წლის 14 იანვარს არის ის მიღებული, როგორც საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. დღეს საქართველოს სახელწმიფო დროშა ყოველთვის აღიმართება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და სხვა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებზე და ა.შ.
ინფორმაციისთვის, 2012 წელი იყო თარიღი, როდესაც 14 იანვარი ქართული დროშის დღედ გამოცხადდა.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ