ადამიანებს განსხვავებული მოთხოვნილებები, სურვილები და საჭიროებები გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი საჭიროება გასახვევი ქაღალდია. სწორედ ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, “მასრა” ქართულ, მრავალფეროვან და რაც მთავარია ხარისხიან ქაღალდს თავაზობს მომხმარებლებს. უფრო ზუსტად რას გულისხმობს ბრენდის საქმიანობა – დეტალებზე “თბილისი თაიმსი” მასრას” დამფუძნებლებს ესაუბრა.
რის გამო გადაწყვიტეთ, რომ საჭირო იყო, ეს საქმიანობა წამოგეწყოთ?
კანაფის ინდუსტრიაში მომხდარმა ცვლილებებმა ახალი მოთხოვნილებები წარმოქმნა ქართულ ბაზარზე. ჩვენ შევეცადეთ ამ გამოწვევებისთვის გვეპასუხა და საზოგადებისთვის შეგვეთავაზებინა უკეთესი გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე მასრას პირველი პროდუქტი, კანაფის შესახვევი ქაღალდებია.
რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობთ?
მასრას იდეა დაახლოებთ 2 წლის წინ დაიბადა. იდეას განხორციელებაც მალევე დავიწყეთ. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, მასრა პირველად 2019 წლის აგვისტოში, Echowaves-ს ფესტივალზე გამოჩნდა.
კონკრეტულად, რას გულისხმობს თქვენი საქმიანობა?
საქმიანობის ტექნიკური მხარე გულისხმობს, შესახვევი ქაღალდების წარმოებას და რეალიზაციას. დღეს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია სამი პროდუქტით: მასრა მწვანე, მასრა წითელი და მასრა თეთრი, მთელი საქართველოს მასშტაბით 450-ზე მეტ ობიექტში იყიდება და ეს ციფრი ყოველთვიურად მზარდია.
ხოლო კრეატიული მხარე გულისხმობს თემატიკიდან გამომდინარე ახალი და ინოვაციური პროდუქტების შექმნას, კოლაბორაციას როგორც ქართულ ბრენდებთან ასევე მუსიკალურ და კულტურულ ღონისძიებებთან, რისი მთავარი მიზანიც ამ სფეროში კულტურის ჩამოყალიბებაა.
რით გამოირჩევა თქვენი საქმიანობა მსგავსი პროფილის სხვა ბიზნესებისგან?
პირველივე დღიდან მასრა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. არსებული სოციალური პროექტებით ვცდილობთ ცნობიერება ავამაღლოთ კანონის შესახებ. ჩვენი წვლილი შევიტანოთ, მასრის მოხმარების, როგორც კულტურის განვითარებაში. მასრის შექმნით ჩვენ შევეცადეთ მოგვეხდინა ძველი ტრადიციებისა და თანამედროვე ტენდენციების სინთეზი. სოციალური პროექტები ჩვენს ვებგვერდზე masra.ge -ზე ნახოთ.
რა უახლოესი გეგმები გაქვთ?
უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს, რომ კიდევ რამდენიმე ახალი პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. შემდეგ კი, პირველი ნაბიჯები გადავდგათ პროდუქტის საქართველოდან ექსპორტისთვის.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ