ადამიანთა უმეტესობა განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს Samsung-ის შესახებ, როგორც ერთ-ერთ წამყვან კომპანიაზე ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ნუთუ თავად Samsung-ს ეპარება ამაში ეჭვი?
სამხრეთ კორეულმა ტექნიკურმა გიგანტმა თავისი მომავალი ღონისძიების – Galaxy Unpacked თიზერი Twitter-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა და მომხმარებლებს შესანიშნავ სიაახლეებს დაპირდა. თუმცა ამ დაპირებაზე მეტად ხალხის ყურადღება იმ ფაქტმა მიიქცია, რომ თვითი iPhone-დან არის დაწერილი.
მართალია, მსხვილი სმარტფონების ბრენდის ელჩს არაერთხელ გაუწევია iPhone-ისთვის რეკლამირება, თუმცა იშვიათად აკეთებენ ამას უშუალოდ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები.