პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 325 წელს ქალაქ ნიკეაში, რომის იმპერატორის, კონსტანტინე პირველის საგანგებო ბრძანებით. აღსანიშნავია, რომ იგი თითქმის ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი ძირითადი მიზანი იყო ოფიციალური დადგენილების გამოტანა, ქრისტიანობის, როგორც სახელმწიფოებრივად აღიარებული სარწმუნოების შესახებ.
კრების განხილვის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა ალექსანდრიელი მღვდლის-არიოზის წარმოდგენის უარყოფა, იესო ქრისტეს არაღვთაებრიობის შესახებ. არიოზი დაჟინებით იცავდა თავის მოძღვრებას და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ იყო დრო, როცა ძე ღვთისა არ იმყოფებოდა( არ იყო შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა) და იგი არის ქმნილებაო( ამიტომ არის მრწამსში მიმატებული სიტყვები: შობილი და არა ქმნილი). საბოლოოდ, არიოზის მოძღვრება საჯარო პაექრობაში დამარცხდა.
პირველი საეკლესიო კრების პროტოკოლი არ შემორჩენილა. აღნიშნული კრების გადაწყვეტილებების შესახებ ცნობილი ხდება სხვა წყაროებიდან, მათ შორის მომდევნო საეკლესიო კრებების ოქმებიდანაც. საყურადღებოა, რომ კრების მონაწილეთა სიაში, რომელიც ჩვენამდე მოღწეულია ექვს ენაზე და შედგენილია ეპპარქიებისა და საეპისკოპოსო კათედრების მიხედვით, — იხსენიება პიტიუნტის ეპისკოპოსი ვინმე სტრატოფილე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კრებაზე დადგინა შემდეგი კანონები:
• სამღვდელოთა მიერ სახლში ქალის ყოლის უფლების აკრძალვა.
• ეპისკოპოსის კურთხევის წესი
• სარწმუნოების უარმყოფელთა მიღების წესი
• სხვის ეპარქიაში გადაადგილების და ხელდასხმის აკრძალვა
• დიაკვნების მიერ ზიარების აკრძალვა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.