იტალია კორონავირუსის ვაქცინის მიწოდების შეყოვნების გამო ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. Rai News 24-ის ცნობით, ამის შესახებ რეგიონების საკითხში იტალიელმა მინისტრმა ფრანჩესკო ბოჩამ განაცხადა.
„ჩვენ მოვითხოვთ სიცხადესა და ჩვენი ქვეყნისადმი პატივისცემას მიღწეულ ევროპულ შეთანხმებებთან მიმართებაში“, – განაცხადა ბოჩამ.
მისივე განმარტებით, პრეპარატის მიწოდების ცალმხრივად შეყოვნება გაფრთხილების გარეშე დაუშვებელია.