ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარი პოლიტიკური მოვლენა შედგა – შტატების 46-ე პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა ფიცი დადეს. ცერემონიალი, მეტნაკლებად, ტრადიციების დაცვით გაიმართა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დონალდ ტრამპმა თითქმის ყველა ტრადიცია დაარღვია და მეტიც, ის და მელანია ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრენ.
გთავაზობთ ფოტოებს ცერემონიალიდან.
თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, დონალდ და მელანია ტრამპები ფლორიდაში გაფრინდნენ
ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი მომღერალმა ლედი გაგამ იმღერა.
აშშ-ის ამჟამინდელი ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი ფიცს დებს
ჯოზეფ და ჯილ ბაიდენები ინაუგურაციის ცერემონიალის მიმდინარეობისას
ჯენიფერ ლოპესმა ცნობილი ჰიტი – “ამერიკა” შეასრულა
ჯენიფერ ლოპესი საქმროსთან ერთად კაპიტოლიუმის შენობის წინ პოზირებისას
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ