„დაახლოებით 15%-ს აქვს დაახლოებით გადატანილი კორონავირუსი. ეს კი ეგრეთ წოდებული პოპულაციური, ანუ ჯგუფური იმუნიტეტისთვის ცოტაა“,- ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ განუცხადა.
„რამდენიმე კვირაში ყველაფერი მოიხსნება, ერთბაშად მოხსნა შეიცავს რისკებს. რაც შეეხება იმას, რომ მოსახლეობის უმეტესობამ გადაიტანა, შეიძლება ჰქონდეთ მათ პოპულაციური იმუნიტეტი და ამიტომ არ იყოს საშიში მოსალოდნელი ინფექციის მატება, ეს ასე არ არის. კი, ბევრმა გადაიტანა, მაგრამ 15%-ს აქვს დაახლოებით გადატანილი. ეს ეგრეთ წოდებული პოპულაციური, ანუ ჯგუფური იმუნიტეტისთვის ცოტაა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.