ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
“არსებობს მტკიცებულება, რომ კოვიდის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ლონდონის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლინდა, შესაძლოა, სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული”, – განაცხადა ჯონსონმა.