თეთრი სახლის ოვალური ოფისის მთავარი ე.წ. რეზოლუტის მაგიდიდან გაქრა წითელი ღილაკი, რომლის მეშვეობითაც დონალდ ტრამპისთვის დიეტური კოკა-კოლა მოჰქონდათ, – ამის შესახებ The Hill წერს.
ღილაკი მაგიდაზე დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაჩნდა. ღილაკზე დაჭერის შემდეგ თეთრი სახლის მომსახურე პერსონალს ტრამპისთვის დიეტური კოკა-კოლა მიჰქონდა.
წითელი ღილაკის შესახებ თავის წიგნში წერდა თეთრ სახლის ყოფილი პერსონალის წევრი, კრის სიმსი. „დონალდ ტრამპი ამ ღილაკით სტუმრებს ხშირად ეხუმრებოდა, რომ ეს ბირთვული იარაღის ასამოქმედებელი ღილაკია“, – წერს კრის სიმსი.
დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი 20 იანვარს ჯო ბაიდენის იანაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. ტრამპი ფლორიდაში თავის მარო ლაგოში არსებულ საკუთრებაში გაემართა და ინაუგურაციის ცერემონიას არ დასწრებია .
შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს თავისი ოფისი თეთრ სახლში 21 იანვარს პირველად დაათვალიერებინა.