აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ორი პირბადის ტარება, სავარაუდოდ, უფრო ეფექტურია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
„ეს ფიზიკური საფარია წვეთებისა და ვირუსის თავიდან ასაცილებლად. თუ თქვენ ფიზიკური საფარი გაქვთ ერთი შრით და მეორე შრეს დაამატებთ, ეს უფრო ეფექტური იქნება და ზუსტად ამ მიზეზის გამო, ხალხი ორმაგ პირბადეს ან N95 ტიპის პირბადეს ატარებს“, – აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.