სოფლის მეურნეობა ის დარგია, რომელიც ყოველდღიურ მოთხოვნებსა და მოთხოვნილებებს გულისხმობს. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ამ სფეროში მოსახლეობა თითქმის სრულად არის ჩართული. განსხვავებულია თითოეული ადამიანის საჭიროებები, სურვილები და ინტერესები. ასე თუ ისე, ჩვენ გვჭირდება რჩევები, რათა გადავდგათ სწორი ნაბიჯები.
“მიწა N1” 2019 წლის სექტემბრიდან არსებობს. მათი დაფუძნების უპირველესი მიზანი გამწვანება და უნივერსალური ნიადაგის წარმოება იყო. უფრო დეტალურად, რა შემოთავაზებები აქვს მას – “თბილისი თაიმსს” მისი დამფუძნებელი, უჩა ნანსყანი პასუხობს.
რას სთავაზობთ მომხმარებელს?
ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ დამუშავებულ, ნოყიერ ნიადაგს, სასუქებით გაჯერებულს, რომელიც იდეალურია ნებისმიერი მცენარის ფესვებისთვის. ასევე, ჩვენ შეგვიძლია, დავამზადოთ ნებისმიერი ნიადაგის სახეობა – მცენარის საჭიროებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გვაქვს სასათბურე მეურნეობები, რომლებიც ჩვენი გუნდი ადამიანებს ხელს უწყობს და ეხმარება სხვადასხვა, შესაბამისი სამუშაოს განხორციელებაში. გარდა ამისა, ჩვენ მათ ვთავაზობთ მცენარეების გადარგვას, ვაძლევთ მათ კონსულტაციებს – როგორი ნიადაგი სჭირდება კონკრეტულ მცენარეს.
უმთავრესად, რა სჭირდებათ მათ?
ზოგი დეკორატიულ მცენარეებს ახარებს, ზოგი – ხეხილს, ზოგი – ბოსტნეულს. ყველაფერს კი სჭირდება ნიადაგი – ის არის მცენარისთვის უპირველესი, რადგან ფესვიდან იწყება მცენარის განვითარება.
თქვენ მიმართ მომართვიანობა როგორია?
დაინტერესება საკმაოდ დიდია, მით უმეტეს, უკვე ერთი წელია, რაც უფრო მეტად გამოცოცხლდა სოფლის მეურნეობის საკითხები. ძალიან ბევრი მიმართავს აგროდაფინანსებას, ძალიან ბევრი იწყებს სასათბურე მშენებლობებს და ა.შ. ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეს საქმე წინ წავიდეს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ