ქართულ-უკრაინული მხარეების გადაწყვეტილებით, ვაჟა ფშაველასა და ლესია უკრაინკას სახელობის საქართველო-უკრაინის კულტურული თანამშრომლობის ფონდი შეიქმნება.
აღნიშნულის შესახებ დღეს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე გაცხადდა. ფონდის საპატიო თავმჯდომარე სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი იქნება, ხელმძღვანელობას კი ქართული მხრიდან ლელა რაზიკაშვილი გაუწევს.
“საქართველო-უკრაინის კულტურული თანამშრომლობის ფონდი არის ორი ქვეყნის ურთიერთობის სასიამოვნო შედეგი, კულტურა ყველაზე გასაგები ენაა ერებს შორის ურთიერთობაში. ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე და ორი ქვეყნის საზოგადოებას ერთმანეთის კულტურას გავაცნობთ”, – განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ფონდს უკრაინული მხრიდან ბიზნესმენი და პოეტი ვლადიმერ დოროში უხელმძღვანელებს.
26.04.13