დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, წინააღმდეგია სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ქვეყნისთვის განათლება დიდი ღირებულებაა.
«უნდა გავითავისოთ რასთან გვაქვს საქმე, ჩვეულებრივი ეპიდემია ხომ არ არის ეს, არა ?! ეს არის განსაკუთრებული ეპიდემია, პანდემია, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება. რესტორნებზე ადრე სკოლა უნდა გავხსნათ ხომ ?! მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას ქვეყანაში. რესტორანი კი კარგია მესმის, ეს შემოსავალია ადამიანისათვის, ეს ბიზნესია, მაგრამ განათლება ?! ბავშვების სწავლა უფრო დიდი ღირებულებაა ქვეყნისთვის ”. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.